რეზონანსი
24.02.2023

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

„უსმენ საქართველოს პრეზიდენტს, უყურებ დიპლომატიური კორპუსის რეაქციას. კითხვა მიჩნდება, აქ წარმოდგენილი რომელი ქვეყნის მთავარსარდალი და პრეზიდენტი აკადრებს ასეთ მძიმე ჟამს საჯაროდ, საკუთარ ქვეყნას და მთავრობას მსგავს შეურაცხყოფას და ცილისწამებას? უკადრებელი იკადრეთ მადამ სალომე!", - წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური და დაბალანსებული პოზიცია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×