რეზონანსი
23.02.2023

„გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოში ხშირად აქციების დაანონსება ემსახურება არა აქციების ჩატარების მიზანს, არამედ იმას, რომ კონკრეტულ თარიღში აქცია სხვამ არ დაგეგმოს.

აღნიშნული კომენტარით იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის მიერ ხვალისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

„მგონი, საქართველოში აქციების დაანონსება აქციების ჩატარების მიზანს ნაკლებად ემსახურება. ზოგადად, უფრო ემსახურება იმას, რომ აქციის დაანონსება სხვამ არ დაგასწროს. შემდეგ დაანონსებული, უპატრონო აქცია რჩება, რომლის პატრონებიც კი კიევში არიან წასული და აქ აქცია ისეა მიტოვებული. ასე იცის აქციის წინასწარ დაანონსებამ იმის გამო, რომ რომელიმე თარიღში აქციის გამართვის უფლება სხვამ არ წაგართვას. ეს არის ადგილის დაკავება - რიგში რომ მიდიხარ და ამბობ, ადგილი დამიკავეთ, 24-ში აქცია მინდაო. შემდეგ, შეიძლება, რიგისთვის უკან მობრუნება დაგეზაროს, მაგრამ რიგი მაინც დაკავებულია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×