რეზონანსი
23.02.2023

ლონდონის შეხვედრა ნამდვილად არ არის ტელეკომპანია „იმედის" საქმე. რაც მეტი ჩვენი პარტნიორი იქნება ჩართული, მეტი გამოცდილი ადამიანი მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის გადარჩენის პროცესში, მით უკეთესი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ლონდონში გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ლონდონის შეხვედრა ნამდვილად არ არის ტელეკომპანია „იმედის" საქმე. რაც მეტი ჩვენი პარტნიორი იქნება ჩართული, რაც მეტი გამოცდილი ადამიანი, იქნება ეს ყოფილი ელჩი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაც მეტი ასეთი ადამიანი იქნება ჩართული მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის გადარჩენის პროცესში, მით უკეთესი", - განაცხადა ბოტკოველმა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას" ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.

როგორც „ქრონიკის" წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×