რეზონანსი
22.02.2023

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 2 წლისთავს აფასებს და ამბობს, რომ სწორედ ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, შიდა-პოლიტიკურ სტაბილურობას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიცირებას უკავშირდება.

თალაკვაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს სახელით ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების საერთაშორისო პროექტზე შეთანხმების ხელმოწერა ისტორიულია.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, შიდა-პოლიტიკურ სტაბილურობას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიცირებას უკავშირდება. პრემიერ მინისტრის მიერ, საქართველოს სახელით ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების საერთაშორისო პროექტზე შეთანხმების ხელმოწერა ისტორიულია. გარდა ამისა, მან შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა მედიკამენტების ფასების კონკურენტული შემცირება, რომელიც მოქალაქეთა ჯანდაცვის დანახარჯებში ყველაზე მოცულობითი იყო", - აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გამორჩეული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის და მოლაპარაკებების მასპინძელი გახდა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა მედიატორობა ითავა.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და განმტკიცება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. პრემიერ მინისტრის ლიდერობით, სახელისუფლებო გუნდმა ამ მიმართულებით დიდი და რთული სამუშაო გავწიეთ. უსაფრთხოება ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განუხრელად დაცვის შედეგია საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა ევროპის ელექტროკაბელის მშენებლობა. ირაკლი ღარიბაშვილმა გამორჩეული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებაში, როდესაც საქართველო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის და მოლაპარაკებების მასპინძელი გახდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიატორობა ითავა. ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტები ჰქონდა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას, ინვესტიციების მოზიდვას და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა", - დასძინა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×