რეზონანსი
22.02.2023

ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას, - ასე მიმართა ,,საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს.

,,ეს მოწმე რომ დავინახე, ძალიან დადებითი ემოციითაა და პროკურორები ცდილობენ, რაღაცნაირად დაამძიმონ, ერთი ორჯერ შევნიშნე და მე ვფიქრობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ემოციებს",- აღნიშნა ესებუამ.

ესებუას ამ განცხადების შემდეგ ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

,,ვერ მივხვდი ეს ირონიული შუამდგომლობაა, თუ რეალური, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენივე მტკიცებულებებია ქალბატონო მირანდა და შესაბამისად თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ არცერთი მოწმე არ მოიყვანოთ. ბრალდებული საუბრობს, რომ ემოციური ფონია, რომ ეს ემოციური ფონი არ გვინდა სასამართლოს და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ვანახოთ", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×