რეზონანსი
22.02.2023

რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში ავარია მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც გადაბრუნდა.

"გამარჯობა, დილით ასე 08:15 საათზე, ვარკეთილის გზაზე, ახალი სტადიონის გადასწვრივ ავარიას შევესწარი. ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა იყო შეჯახებული. ავტობუსი ამოტრიალებული იყო, საწრაფოები, სახანძრო იყო . ვინმემ თუ იცით, ხომ გადარჩა ყველა? ღმერთმა ყველა მძღოლი და მგზავრი დაიფაროს", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×