რეზონანსი
22.02.2023

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ორი წელი ყველაზე რთულ დროს დაემთხვა და იყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან ორი წლის თავთან დაკავშირებით, მისი საქმიანობის შეფასებისას PIA.GE-ს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო, ეპასუხა როგორც ქვეყნის შიდა, ისე - საერთაშორისო გამოწვევებისთვის.

„საკმაოდ რთულ პერიოდში მოხდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნდობის გამოცხადება. პანდემიიდან გამოწვეული პრობლემები, არასტაბილური პოლიტიკური გარემო და რეგიონული გამოწვევები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწრაფი, სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების ხარჯზე ჩვენ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი სოციალური პროგრამები და პაკეტები, პროგრესი ეკონომიკის ყველა პარამეტრით და მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო ასპარეზზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობით, ასევე, ევროკავშირის ჭრილში, თუნდაც, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ქმნის საუკეთესო საფუძველს და გარანტიებს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება იქნება შეუქცევადი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ საკუთარ ოჯახებსა და ცხოვრების დონეზე", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×