რეზონანსი
21.02.2023

პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, ერთ-ერთი დეპუტატი 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა.

„მილიონ ოთხასი ათასი ახსენეთ, კი ბატონო დევს, მაგრამ ეს არის თითოეული კვეთა. თუმცა 2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. ეს მილიონ ოთხასი ათასი კვეთაა მთლიანად, იმიტომ, რომ ვიცით, საზღვარზე რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც ვთქვათ, ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება, შეიძლება დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს. ომის დაწყებიდან დღემდე 913 ათასი ადამიანი შემოვიდა და 866 ათასი გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა კვეთაზე, კიდევ ხაზს ვუსვამ. ასევე, 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის მილიონ 64 ათასი მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 ათასი მოქალაქე.

ანუ ის, რომ წელს [რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა] გაიზარდა 2020 და 2021 წელთან შედარებით, გეთანხმებით, რა თქმა უნდა [ასეა], თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად მეტი იყო, ვთქვათ 300 000-ით მეტი ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტები, მე არ ვიგონებ და ამ ციფრებს არ ვწერთ ჩვენ. ეს არის სტატისტიკა. წელს რუსეთის თითქმის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის 150 913 მოქალაქე. ანუ 13 934 ადამიანით მეტი გავიდა საქართელოდან 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ვიდრე შემოვიდა რუსეთიდან. ის, რომ [რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა] კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება, ნამდვილად ასე არ არის", - განაცხადა გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×