რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე რუსეთთან - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აკია ბარბაქაძეზე, რომელიც საქართველოს დეოკუპაციის მიზნით, გიორგი ვაშაძესთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას აანონსებდა და რომლის მეუღლეს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებზე აქვს ბინა გაქირავებული.
„ლუსტრაცია იცით რით უნდა მოვახდინოთ? რუსეთზე ყველაზე მეტად გაღიზიანებული ადამიანები ყველაზე მეტად დაკავშირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე რუსეთთან. ყველაზე ანტი ოკუპანტი თავისი გამოხატულებებით და პერფორმანსებით ვინც იყო, ბედის ირონია, და ეს დამთხვევა არ არის, ზუსტად ის აღმოჩნდა შემდეგ რუსული რუბლების მიმღები, ვითომ ჰონორარის. მეორე ვაშაძე იყო და თურმე ბინას აქირავებს რუსებზე. ეს მესამე შემთხვევაა და ასეთი კიდევ არა ერთი შემთხვევა იქნება. ამიტომ, არ უნდა იმსახიობო ადამიანმა, რაც არ ხარ და რისიც არ გწამს ის არ უნდა იძახო, რაღაც აუცილებლად გამოვარდება. მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, თქვენგან მესმის პირველად, მაგრამ არ გამკვირვებია. როდესაც რუსებზე და ყველაფერ რუსულზე თითქოს „გაჟრიალებს", ამ დროს შენი სახლი რუსებზე გაქვს მიქირავებული, იქ შეიძლება პრობლემა კი არ იყოს ეროვნებით რუსზე მიქირავებაში, მაგრამ შენ რომ გამოხატავ ამის მიმართ რაღაც განსაკუთრებულ პროტესტს და მერე აღმოგაჩნდება, მერე არ უნდა გაგიკვირდეს. ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის სტილია. ამ კონკრეტულ ადამიანთან [აკია ბარბაქაძესთან] დაკავშირებით საერთოდ არ ვიცი, ვიზე რა ქონდა გაქირავებული, მაგრამ სტილია მათი. რა უნდა გაგვიკვირდეს იმის შემდეგ, 50 000 დოლარის ეკვივალენტ მილიონობით რუბლს იღებდა [ელენე ხოშტარია] თვეში და ვიღაცეებს აჯერებს, რომ ჰონორარია თურმე ეს ყველაფერი და ამ დროს რუსების მიმართ ზიზღის ყველაზე მეტად გამომხატველი ის ადამიანი იყო. ცოტა რეალობას დაუბრუნდნენ და მსახიობობას ყველამ რომ თავი დაანებოს, ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|