რეზონანსი
21.02.2023

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ხალხის ძალის" კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.

„ეროვნულ გალერეაში მომხდარმა ვანდალიზმმა ქ-ონ პრეზიდენტს „მონანიება" გაახსენა. მე კი, გავლენის აგენტების კანონზე ატეხილმა ვიშვიშმა. მისტერ აბელად გარდაქმნილი არავიძის თითის დაქნევაზე ამღერებული დოქსოპულოებივით - ერთი ტექსტით მოჭიკჭიკე ლიბერალ პოლიტიკოსებმა. ისტორია მეორდება...", - წერს კინორეჟისორი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის" კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×