რეზონანსი
21.02.2023

მესტიაში ზვავი ჩამოწვა და თოვლის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ ავტომობილების გამოყვანა, რომლებიც ზვავის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ, ღამით მოხერხდა.

ამ დროისთვის, უსაფრთხოების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის - ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ადგილობრივებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით დაკეტეს.

„წუხანდელიდან მოყოლებული გადაუღებლად თოვს. საგზაო ტექნიკა დილიდან მუშაობს, მაგრამ არსებობდა მონაკვეთები, სადაც პატარპატარა ზვავები იყო ჩამოსული. გაიწმინდა ტერიტორია. ამჟამად მიმდინარეობს ორ მონაკვეთზე მიკროავტობუსების გაყვანა, რომლებსაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ აქვთ. 

რაც შეეხება ხაიშამდე მისასვლელ გზას, აქ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის ზვავი იყო ჩამოსული. უკვე დავკეტეთ გზები. ზვავსაშიშროების გამო, რადგანაც ხილვადობა არ არის, ვერც

ტრაქტორს გავუშვებთ იმ ადგილებში და გავაჩერეთ მოძრაობა. 

პარალელურად, ორმაცამდე სოფელში დენი გაითიშა. დილიდან გამოვლენ ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. მინდა, დაგამშვიდოთ, რომ არც მანქანები და არც მოქალაქეები ზვავში მოყოლილი არ არიან“, – განაცხადა მესტიის მერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×