რეზონანსი
21.02.2023

თურქეთის, პროვინცია ჰათაიში დღეს საღამოს მომხდარ მიწისძვრებს ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი.

თურქული მედიის ცნობით, ამ საღამოს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა 45 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×