რეზონანსი
20.02.2023

არ მგონია, რომ პუტინის კანონი დაწერეს კრიზისი დროს, როდესაც მათვე ბრალდება პრორუსობა, - ასე შეაფასა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

როგორც მან „პალიტრანიუისის" გადაცემა „360 გრადუსი" განაცხადა, „საქართველოს მთავრობას საგარეო ფრონტზე არასწორი გეზი აქვს არჩეული.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" რეალურად თამაშობს ადგილობრივი პოლიტიკური ბაზრისთვის.

„გეზი არის თავისი პოზიციის ვერ დაფიქსირება. ეს არის საშიში, რადგან მეგობრებმა შეიძლება მიგიჩნიონ, რომ შენ არ ხარ ოჯახის წევრი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თვალთმაქცობთ, თითქოს იქაც გვინდა, თან ვეჩხუბებით ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ფორმით.

"ენჯეოს" სექტორი, რაღაც თვალსაზრისით, მართლაც არის დასავლურ ფულზე მიბმული. განსხვავებული წარმოდგენა მაქვს ამ ქვეყანაში „ენჯეოს" სექტორის შესახებ რეპუტაციაზე.

როგორც პოლიტიკურ ძალას, მგონია, რომ ეს კონკრეტული ამბავი, არის ხელოვნურად შემოგდებული. არ მგონია, რომ პუტინის კანონი დაწერეს კრიზისი დროს, როდესაც მათვე ბრალდება პრორუსობა. ამის ადრესატები ვინ იქნებიან? ადრესატები მართლაც იქნებიან დასავლეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები" , რომელთა მიმართაც ადამიანების ნდობა არ იქნება მაღალი და პოლიტიკურად ეს შეიძლება გაიტანონ. თავდაცვის ამბავი უფრო მნიშვნელოვანია რომელიც ჩვენს შვილებს ეხება და ამაზე არ ვართ კონსოლიდირებულები და ვიღაც ხალხზე, რომლებსაც არანაირი რეპუტაცია არ აქვთ, იმათზე გადააქვთ ყურადღება.

ხომ ვიცით, რომ მართლაც არიან სხვადასხვა „ენჯეოები" რომელთა მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს. მოიყვანენ არჩევნების მაგალითს და იტყვიან 8% გაგვიყალბესო, ნაცები იყვნენო. მოიყვანენ ვიღაცებს, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებით გამოდის, მოიყვანენ ლგბტ თემას, რომ არ ვილაპარაკოთ რამე რეალურზე. რეალურად თამაშობენ ადგილობრივი პოლიტიკური ბაზრისთვის", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×