რეზონანსი
20.02.2023

სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ." აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

21 თებერვალს, „მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტებს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×