რეზონანსი
20.02.2023

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სურს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელი იყოს.

"თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის იმყოფება კერძო კლინიკაში. სჭირდება მკურნალობა? - სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა - ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×