რეზონანსი
20.02.2023

ამერიკელი სენატორების ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხს,- ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა.

„ამერიკელი სენატორების ვიზიტი არის მაღალი რანგის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხს. მე წარმოვადგენ ერთ-ერთ ქართულ ანალიტიკურ ცენტრს და მიწვეული ვიყავით ამერიკის საელჩოს მხრიდან. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცვალა აზრი ჩვენს ურთიერთობებზე და გვესურვებინა მათთვის წარმატებული ვიზიტი“, - აღნიშნა ყიფიანმა.

ამერიკელი სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი ვიზიტს სენატორები პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×