რეზონანსი
20.02.2023

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინაში ბახმუტის, უგლედარისა და კრემენაიას მიმართულებებით. უწყება ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მაღალია, განსაკუთრებით ბახმუტსა და უგლედარში.

„კერძოდ, "ელიტარულმა" 155-ე და 40-ე საზღვაო ქვეითმა ბრიგადებმა განიცადეს ძალიან დიდი დანაკარგები უგლედარი და, სავარაუდოდ, ბრძოლა არაეფექტურია", - წერს დაზვერვა.

დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან ახლოვდება უკრაინაში შეჭრის წლისთავი.

"სავარაუდოა, რომ რუსეთი გამოაცხადებს ბახმუტის აღებას, წლისთავზე, მიუხედავად ადგილზე არსებული რეალობისა", - აღნიშნავს დაზვერვა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ თუ რუსეთის საგაზაფხულო შეტევა ვერაფერს მიაღწევს, ხელმძღვანელობის შიგნით დაძაბულობა გაიზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×