რეზონანსი
20.02.2023

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ.

„დროა, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.

მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა და შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს. ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, სხვას დააბრალონ. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ თავიანთი პასუხისმგებლობა გაიაზრონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ მათთან მიმართებით პოლიტიკურ ვერდიქტს ქართველი ხალხი მიიღებს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, 2012 წლიდან სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა შეძლეს და სამართალი იპოვეს როგორც ადგილობრივ, ისე სტრასბურგის სასამართლოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×