რეზონანსი
20.02.2023

მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა მადრიდში - ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს. "კანონიერი ქურდების" დაკავება - ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია. მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.

საუბარია სულ მცირე 14 სახლზე. ესპანური მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა 7 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები. საერთაშორისო მედია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×