რეზონანსი
19.02.2023

„ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან" მათი მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მათ მიერ მომზადებულ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში" რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვაზე საუბარი არ არის, საუბარია მხოლოდ რეგისტრაციის აუცილებლობაზე. მიზანი კი ისაა, რაც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში, სადაც კანონი მოქმედებს.

„ამ კანონპროექტის შექმნის მიზანია, იმ არასამეწარმეო, იურიდიული პირების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლებიც უცხოური ძალის მიერ ფინანსდებიან - ეს არის და ეს. ჩვენს კანონპროექტში თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას, გარდა იმისა, რომ დარეგისტრირდეს და თქვას, საიდან ფინანსდება, რამდენით და რას საქმიანობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შინაარსი სადავო გახდა. მისი ინიციატორი „ხალხის ძალაა". არის თუ არა დოკუმენტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შედგენილი, ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×