რეზონანსი
18.02.2023

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს.

თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39 672-მდე გაიზარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაში გრძელდება. სტიქიის ზონაში ამჟამად, 264 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ქვეყნიდან ჩასული ხუთი ათასზე მეტი მაშველი. მაშველებმა ნანგრევებში 278 საათის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, 45 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

თურქეთში, სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 70 000 კარავი გაიგზავნა, დამატებით 55 000 კარავს კი უახლოეს მომავალში ჩაიტანენ.

სტიქიის შედეგად დაღუპულების რაოდენობა გაზრდილია სირიაშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 5 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 9 თებერვლის შემდეგ თურქეთიდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარება გაერო-ს 178-მა სატვირთო მანქანამ შეიტანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×