რეზონანსი
16.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება უხერხულია.

საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში".

რატი იონათამიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი როგორც არ უნდა ეცადოს, შეურაცხყოცა მიაყენოს სამხედროებს, ამას ვერ შეძლებს.

„ძალიან მძიმე სანახავია ამ ადამიანის კომენტარი და გამოსვლა. იმდენად უხერხული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მისი განხილვა და მასზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. როგორც არ უნდა ეცადოს მარგველაშვილი, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს სამხედროებს, ამის რესურსი არ აქვს და ამას ვერასდროს შეძლებს", - განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×