რეზონანსი
16.02.2023

ევროპარლამენტში, მიიღეს ყოვლად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, მტკიცებულებებზე დაუყრდნობელი რეზოლუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ერთის მხრივ არის ევროკომისია, რომელიც უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებაში და პრაქტიკულად, ყველა პუნქტით წინ ვართ. მეორეს მხრივ, ვხედავთ, ევროკავშირის მეორე ინსტიტუციას, ევროპარლამენტს, სადაც მიიღეს ყოვლად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, მტკიცებულებებზე დაუყრდნობელი რეზოლუცია. სწორედ ამ ორი ინსტიტუციის შეფასების დროს პირდაპირ იკვეთება, რომ არის პოლიტიკური ინტერესი. ამას იყენებენ საფუძვლად და საბაბად ის ძალები, ვისაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორმე პოლიტიკაში დააბრუნონ",- აღნიშნა ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×