რეზონანსი
16.02.2023

უნგრეთმა დაბლოკა ინიციატივა, ევროკავშირს გამოეხატა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონურ რადიო RMF FM-ზე იუწყება, რომ პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, სააკაშვილისთვის პატიმრობის ვადა შეეჩერებინათ, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა. აღნიშნული წინადადება უნდა შესულიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის გამოხატვასაც ოფიციალური თბილისის მიმართ აპირებდნენ.

პოლონეთის წინადადებას, უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დაარწმუნონ ბუდაპეშტი, აზრი შეიცვალოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირას ევროკავშირის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×