რეზონანსი
15.02.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებული ინფორმაციას, რომ "ევროპის სახალხო პარტია" ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითხოვს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

""ხალხის ძალის" საპარლამენტო ინიციატივა "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნის" შესახებ, ლამის საქართველოს კვლავ გასაბჭოების სურათად წარმოგვიდგინეს დაბნეულ-შეშინებულმა რადიკალებმა, არადა მშვენივრად იციან ასეთი კანონი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს.

სად იყო და სად არა მოულოდნელად პენალტი დაინიშნა ოპოზიციის კარში, მიზეზი უხეშობაა, უვიცობა თუ მიზანმიმართული ქვეყნის მტრობა გაურკვეველია. გაურკვეველია იმიტომ რომ ამ პენალტის ურტყამს "ევროპის სახალხო პარტია," რომელიც ხალხის ძალის მსგავსად, ისიც ითხოვს ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას!

დიდი მსგავსებაა არა?! და განსხვავება კი მხოლოდ ისა, რომ ხალხის ძალა საქართველოში ითხოვს უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას, ევროპის სახალხო პარტია კი ევროკავშირში!

ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უფრო გასაგები იქნება თუ "ჩვენი" ოპოზიცია, არასამთავროები და "კრიტიკული" მედია "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ პარტნიორს, ევროპის სახალხო პარტიას, საბჭოთა/რუსულ პარტიად აღიარებენ!"- წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×