რეზონანსი
15.02.2023

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს წარუდგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ვანდალური ფაქტები დასჯადი გახდება.

აქამდე მოქმედი რეგულაციით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატებოდა.

"მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით", - თქვა კახი კალაძემ.

განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეები 500 ლარით დაჯარიმდებიან ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×