რეზონანსი
15.02.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ნალექების ინტენსივობა 18 თებერვალს შესუსტდება. თუმცა, სინოპტიკოსის თქმით, ქვეყანაში 19 თებერვლიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გასტანს.

"დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია, დაბლობში და ბარში თუ ახლა თოვს, შემდეგ ნალექი უკვე წვიმის სახით არის მოსალოდნელი. მთაში და მაღალ მთაში თოვა გაგრძელდება," - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

მისი განმარტებით, მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი ინტენსივობა ნაკლები იქნება, თუმცა ნალექი, თოვლის სახით, ნავარაუდევია როგორც გუდაურში, ასევე, ბაკურიანში.

სვეტლანა ნიორაძის თქმით, თოვლთან ერთად იქნება ქარბუქიც.

წყარო: "rustavi 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×