რეზონანსი
15.02.2023

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ამბობენ, რომ დიდი მიწისძვრა შესაძლოა სტამბულშიც მოხდეს. ამის შესახებ „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე ოსმან თურანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, როდის იქნება მიწისძვრა, დროის განსაზღვრა ვერ მოხდება.

„სტამბულის თემა ძალიან კრიტიკულია. ბოლო წლებში ხშირად ლაპარაკობენ, რომ სტამბულში მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა და მაგის ვადები არ ვიცით. მერის განცხადება იყო, რომ ყოველ წამს უნდა ველოდოთო“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ, ქვეყნის 10 პროვინცია და 14 მილიონი მოქალაქე დააზარალა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 35 000-ს აღწევს, თუმცა გაერო პროგნოზირებს, რომ კვირის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი 50 000-მდე გაიზრდება.

bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×