რეზონანსი
14.02.2023

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 35 400-მდე ადამიანი დაიღუპა.

სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც. სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. სავარაუდოდ ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს. შეიძლება თქვას, რომ გადარჩენილთა მიგნების ოპერაცია უკვე აღარ ტარდება და მაშველეები გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×