რეზონანსი
14.02.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყდა.

„2023 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, საქმეზე გამოძიება შეწყდა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×