რეზონანსი
12.02.2023

თუ იქიდან მოდის, არა მხოლოდ განცხადებები, უკვე ქმედებები, რომელიც არის ზუსტად რომ ანტიევროპული, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება - ღირს კი ასეთი ევროპული ღირებულებები? ნამდვილად არ ღირს. ჩვენ ვიცით, რაც არის ევროპული ღირებულება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „კრედიტ სუისის" საქმეზე საუბრისას „იმედის კვირას" განუცხადა.

„კრედიტ სუისთან" ბიძინა ივანიშვილის დავის საქმე მაჭარაშვილისთვის იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებს რადიკალურად ასცდა.

„სუვერენიტეტი, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა ის ევროპული ღირებულებებია, რაზეც ევროკავშირი დაფუძნდა და რის გამოც ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ევროკავშირში შევსულიყავით და გვინდა, რომ შევიდეთ. თუ იქიდან მოდის, არა მხოლოდ განცხადებები, უკვე ქმედებები, რომელიც არის ზუსტად რომ ანტიევროპული ღირებულებები, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება - ღირს კი ასეთი ევროპული ღირებულებები? ნამდვილად არ ღირს. ჩვენ ვიცით, რაც არის ევროპული ღირებულება და ეს არ არის ევროპული ღირებულება, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×