რეზონანსი
12.02.2023

ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ორ დასახლებაში რუსები ცდილობენ, ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლი წაართვან და საოკუპაციო „ადმინისტრაციის" სასარგებლოდ გამოიყენონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

ოკუპანტები კარდაკარ დადიან და ამოწმებენ, რომ ადამიანებს აქვთ ბინადრობის ნებართვა და საცხოვრებლის საკუთრების საბუთები.

„მიტოვებული სახლები ილუქება შეტყობინებებით, რომელშიც ნათქვამია, რომ შენობა ე.წ. საოკუპაციო "ადგილობრივი ადმინისტრაციის" საკუთრებაში გადავიდა", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გენშტაბის ცნობით, ასეთი ფაქტები, ბრილოვკასა და ნოვოკიევკას დასახლებებში გამოვლინდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×