რეზონანსი
12.02.2023

გვჯერა, გვწამს დღემდე, რომ ევროპა არის სამართლიანობა და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ფაქტობრივად, დღე არ გავა, ერთი ევროპარლამენტარი არ დააკავონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მთელი საქართველო ვართ დარაზმული, გვჯერა, გვწამს დღემდე, რომ ევროპა არის სამართლიანობა და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ფაქტობრივად, დღე არ გავა, ერთი ევროპარლამენტარი არ დააკავონ. მე ფასიან ლობისტებზე ვსაუბრობდი, როგორიც არიან, მათი გვარები ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვისაც ვგულისხმობ. არ გამოვრიცხავ, მსგავსი ქმედებები იყოს. შეუძლებელია, შენ ქვეყანას ამუნათებდე, იმიჯს ლახავდე, 2012 წლამდე თურმე, აქ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება ყოფილა და ახლა შევზღუდეთ. შეუძლებელია, შენ ამას ამბობდე, მით უმეტეს, როდესაც ჩახედული ხარ - მე ევროპარლამენტარებზე ვამბობ, რა მიმდინარეობდა აქ და რა რეჟიმი იყო ქვეყანაში და დღეს სხვაგვარად ჭიკჭიკებდე. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სხვა, მერკანტილური ინტერესები აქვთ და მეტი არაფერი. ის, რომ რასაც ვამბობ, შესაძლოა, ამას ჰქონდეს თავისი საფუძველი, აგერ ბატონო! დღესაც დააკავეს ერთი ევროპარლამენტარი", - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×