რეზონანსი
12.02.2023

პარტია ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს.

„ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს!

უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო.

დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.

ხვიჩა საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.

ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×