რეზონანსი
12.02.2023

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან პირველი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ დანაკლისს განიცდის.

დაზვერვა რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა უკრაინის მეთოდოლოგიას ვერ ამოწმებს, ტენდენციები, რომლებიც უკრაინის მხარის მონაცემებშია მოცემული, სავარაუდოდ ზუსტია.

უწყება წერს, რომ ბოლო შვიდი დღის მსხვერპლთა საშუალო მაჩვენებელი 824-ა, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნისი-ივლისის მონაცემებს.

უწყების შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა, მათ შორისაა, არასათანადოდ მომზადებული პერსონალი, ასევე, ფრონტზე კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×