რეზონანსი
09.02.2023

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, საქართველოსა და ისრაელის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმება მომვლელად ადამიანების დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდ კვოტაზე, იმისთვის, რომ მათ ისრაელში ჩამოსვლა და ლეგალურად მუშაობა შეძლონ , - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და ისრაელის მთავრობები ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების სფეროების გაფართოების საკითხს განიხილავენ.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც დაინტერესებულია ისრაელში მუშაობით, საუბარია არა სამუდამო, არამედ მცირე პერიოდზე. მოვლის ბიზნესში დასაქმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. დიახ, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ დასაქმების სფეროების გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს განხორციელდება მთავრობის ეგიდით და მტკიცე შეთანხმებით", - აღნიშნა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×