რეზონანსი
03.02.2023

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ცეს­ზე, მოწ­მის სა­ხით კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რის ნინო ნა­დი­რა­ძის და­კი­თხვას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან ნინო ნა­დი­რა­ძის მი­მართ, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ნა­დი­რა­ძემ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვე­ბი მის­თვის არ უნდა და­ეს­ვათ, რა­საც ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

„თქვენ აბა ჩემს ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ზე სა­სა­უბ­როდ მოხ­ვე­დით დღეს აქ, თუ რაზე ხართ აქ მო­სუ­ლი?! ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია არ ვი­ციო, წა­მა­ლი არ ვი­ციო, კაცი მოკ­ვდა არ ვი­ციო", - მი­მარ­თა ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ნინო ნა­დი­რა­ძეს.

თა­ვის მხრივ, ნინო ნა­დი­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის კი­თხვებს მხო­ლოდ მისი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უპა­სუ­ხებს და ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა იყოს.

„ბა­ტო­ნო შალ­ვა, თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემს კა­ბი­ნეტ­ში შე­მოხ­ვე­დით და მი­თხა­რით: მიშა ბინ­ძუ­რია, ყარს და მე­ზი­ზღე­ბაო. მე არ ვჭო­რა­ობ, ცი­ტი­რე­ბას ვახ­დენ და გახ­ვე­დით და ილა­პა­რა­კეთ გვა­მუ­რი ლა­ქე­ბი აქ­ვსო. ტე­ლე­ვი­ზი­ით რაზე ვუ­პა­სუ­ხე, რაც შორ­დე­ბო­და ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვარს?!

ეს თქვენ­თან არის, ფსი­ქი­ატ­რი რომ პრო­ქ­ტო­ლო­გი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ფსი­ქი­ატ­რი­ა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი რომ გაქვთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. კარ­დი­ო­ლო­გი კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ზე უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს, დი­რექ­ტო­რი სა­მე­ნე­ჯმენ­ტო საქ­მე­ზე და პრო­ქ­ტო­ლო­გი პრო­ქ­ტო­ლო­გი­ა­ზე", - მი­მარ­თა ნინო ნა­დი­რა­ძემ შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×