რეზონანსი
01.02.2023

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს პოლონეთში შეიძლება შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს გამორიცხული არ არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვიოს.

უკრაინული დიპლომატიური წყაროს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ჯო ბაიდენი პოლონეთს თებერვლის ბოლოს ეწვევა. შესაძლებელია, ეს მოხდეს 24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის წლისთავზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×