რეზონანსი
01.02.2023

მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლის განმარტებით, ჯიშკარიანი მოწმეს, რომელიც იმ წუთებში დარბაზში იკითხებოდა, SMS-შეტყობინებებს პასუხების სახით უგზავნიდა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელიც სასჯელის გადავადება- გათავისუფლებას ეხება. სხდომა ისევ მსჯავრდებულის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

პროცესზე დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან ადეკვატური მკურნალობა მოითხოვა, მოსამართლის კითხვაზე საპასუხოდ კი თქვა, რომ საკვებზე ხელმისაწვდომობა აქვს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინულადაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×