რეზონანსი
01.02.2023

Instagram-ის შემქმნელები კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი ახალ სოციალურ ქსელზე მუშაობენ, რომელიც მომხმარებლებისთვის პერსონალიზებულ საინფორმაციო „ფიდს" შეადგენს. ამის შესახებ Platformer-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სერვისს Artifact-ი ერქმევა. ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელთა ინტერესებს შეისწავლის და რეკომენდაციებს შესთავაზებს, ანუ TikTok-ის პრინციპით იმუშავებს.

Artifact-ში მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებების სტატიები და ახალი ამბები გამოქვეყნდება, ისევე როგორც ჩანაწერები გარკვეული თემატიკის ბლოგებიდან, რომლებიც მომხმარებელს მოსწონს. ამასთან, მომხმარებელი საკუთარი მასალების გაზიარებას და პუბლიკაციების ერთმანეთთან განხილვას შეძლებენ. ახლა Artifact-ი ბეტა-ტესტირების ეტაპზეა.

სისტრომმა და კიგერმა Instagram-ი 2010 წელს შექმნეს. 2018 წელს, როდესაც აპლიკაცია უკვე Facebook -ის საკუთრებაში იყო, მათ კომპანია ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×