რეზონანსი
01.02.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა, არამედ დიდი ხანია, მიმდინარეობს.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პარტიიდან რიგი ადამიანების წასვლა დროის ამბავია.

„გარკვეულ ეტაპზე ეს კონფლიქტი ისე მიმდინარეობდა, რომ საზოგადოებისთვის ხილული არ იყო, შემდეგ გამოჩნდა, როცა დუღილის ტემპერატურამ ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. კონფრონტაცია უმწვავესია. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ ყოფილა იმის უარყოფა, რომ პარტია დაიშალა. როცა ერთმანეთს ფარული ჩანაწერებით ებრძვიან, პარტიაში ყველა რომ დარჩეს და თქვან, მუშაობას ერთად აგრძელებენ, რასაკვირველია, ეს ფარსი იქნება, რადგან იქ არიან ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანები და ერთმანეთთან მუშაობა არ შეუძლიათ. პარტიიდან რიგი ადამიანების წასვლა, ახალი დაჯგუფების შექმნა დროის ამბავია. პარტიაში შესაძლოა, ცალკეული ადამიანები ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს, რომ კონტრშეტევა განახორციელონ. შეუძლებელია, ეს დაპირისპირება არ ყოფილიყო, რადგან აქ არავითარი ღირებულებითი ერთიანობა არ არის და არც არასოდეს ყოფილა. თავის დროზე, როცა შეიქმნა, კონკრეტული მიზანი ჰქონდა და შემდეგ ეს გაგრძელდა დიქტატორული დამოკიდებულებით, პარტიის ფუნქციონირება გაგრძელდა საბჭოთა მეთოდებით. პარტიაში არიან ოდიოზური ადამიანები, ისეთი რეპუტაციის მქონეები, რაც სინამდვილეში ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის ბალასტი და ტვირთია. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის ბუნებრივი ძვრები, რამაც „ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები მოიყოლა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×