რეზონანსი
01.02.2023

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს დილითაც მოინახულეს კონსილიუმის წევრმა ექიმებმა. მისი თქმით, თუ პაციენტს სურვილი აქვს რეანიმაციაში გააგრძელოს მკურნალობა, კლინიკა თანამხაა, თუმცა იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანისას.

"კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ, შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ფაქტობრივად ის იმყოფება ახლა. როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, რომ იყოს თითქოს მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ ის იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ ეს მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად ამისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. მე რამდენადაც დღეს ვიცი, მას ამის სურვილი ნაკლებად აქვს. [...]

რა თქმა უნდა, პაციენტი დასუსტებულია, ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც მას აქვს ხშირად ეს კოორდინაციის დარღვევის მომენტები, ისევ და ისევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმ რესურსებს, რაც მისთვის აუცილებელია", - ამბობს ჩხაიძე.

ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა. აღნიშნული ოფიციალურად "ვივა მედმა" მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა. მოგვიანებით, კლინიკამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაჰყავთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×