რეზონანსი
30.01.2023

ქობულეთელი ქალი, რომელიც ხულოში მცხოვრებ ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალების შესახებ ჰყვება - დიანა ზოიძის თქმით, ოჯახის წევრები მას მუსლიმანური თავსაბურავის ტარებას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა.

დიანა ზოიძის თქმით, ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

საპირისპიროს ამტკიცებს ზოიძის ყოფილი მეუღლის ოჯახი,ისინი ირწმუნებიან რომ რძლისთვის თავსაბურავის ტარება არავის დაუძალებია და მასზე არც ფიზიკურად ძალადობდნენ.

საქმეზე შსს-მ ზოიძის ყოფილი მეუღლე დააკავა. ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×