რეზონანსი
30.01.2023

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შეუშვეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ავადმყოფის ზიარებაზე არავის, არასდროს უთქვამს უარი.

„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და დაუდასტურდება თუ არა იმის მიხედვით [მოიქცევიან]. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იმიტომ, რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც, ჰოდა, მე მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს, არავის არ უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე.

ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უცხოეთში უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×