რეზონანსი
30.01.2023

ნეაპოლში ქართველი ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა კაცი ნეაპოლში, ჩიმილიარკოს ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენის და მტვერსასრუტის მოპარვას ცდილობდა, რაც ჯამში 1500 ევროს შეადგენდა.

როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ნივთებს ზურგჩანთასა და ქურთუკში მალავდა.

მაღაზიის თანამშრომელი მომხმარებლის ჩანთის და სხეულის მოცულობამ დააეჭვა, რომელსაც თან სავაჭრო კალათა არ ჰქონდა. შესაბამის უწყებაში დარეკვის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

სავარაუდო ქურდი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

33 წლის ქართველს, ოთარ ჯ-ს მოუწევს, პასუხი აგოს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×