რეზონანსი
30.01.2023

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილი ხვდება, რო საქართველოში ჩამოსვლით უმძიმესი შეცდომა აქვს დაშვებული და ახხლა ცდილობს, ამ საკითხსი სხვა დამნაშავე იპოვოს,

მისივე თქმით, როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისთვისაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო.

„მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ დაშვებული აქვს უმძიმესი შეცდომა, როცა საქართველოში ჩამოსვლა და არეულობის მოწყობა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, აღიქვამს, რომ ეს შეცდომა იყო, და ახლა ცდილობს, ამ ამბავში სხვა დამნაშავე იპოვოს, თუმცა ამ შეცდომის ავტორია სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომელთაც აფიქრებინეს, რომ საქართველოში არის სიტუაცია, როცა საინტერესოა დესტრუქციული გეგმის შეთავაზება. ეს შეცდომა იყო. ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შეიძლება ყოფილიყო ასეთი დესტრუქციული გეგმის შეთავაზება და ამ მიზნით საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, თუმცა როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, ვისთვისაც მისი საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება საინტერესო ყოფილიყო", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გუშინ გამოცემა „შპიგელში" გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო".

ამასთან, ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც „შპიგელის", ჟურნალისტის თქმით, ჩანს მისი მხრიდან კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიის გამოხატვა და გარშემო ნივთების გადაყრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსამართლე და პროკურორები მის პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება ჰქონდა და წამლებიც ამიტომ დაყარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×