რეზონანსი
30.01.2023

„ჩემ­თვის, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, მის ჯანმრთელობასა და გა­დარ­ჩე­ნას", - ეს განცხადება გააკეთა „ერთიანი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ში გამარჯვებულმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საქალაქო სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბას­თან, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

„დღეს, აქ ამ სა­სა­მარ­თლო­ზე სხვა გან­ცხა­დე­ბას არ და ვერ გა­ვა­კე­თებ, 14:00 საათზე სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ვი­სა­უბ­რებთ მე და ჩემი გუნდი არჩვებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მან.

კი­თხვა­ზე, სად გა­ი­გო გა­მარ­ჯვე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­ნა­ცხა­და: „გზა­ში ვი­ყა­ვი, პრეზიდენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ზე მივ­დი­ო­დი.."

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×