რეზონანსი
30.01.2023

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქართული ბრენდების ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით ახალ აქციას იწყებს: მომხმარებლები, რომლებიც ლიბერთის Mastercard ბარათით აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტების ონლაინ მაღაზიებში გააკეთებენ შენაძენს, გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნებენ ანგარიშზე.

აქციაში მონაწილე CashBack-ის მეგობარი ქართული ბრენდები და პირობები:

• 1 თებერვალი - Person - 60% | https://person.ge

• 2 თებერვალი- Onemall • ვანმოლ - 30 % | https://onemall.ge

• 3 თებერვალი- Ninea • ნინეა - 40% | https://ninea.ge

• 4 თებერვალი- გოგოშა • GOGOSHA - 50% | https://gogosha.ge

• 5 თებერვალი- Hamo • ჰამო -  50% | https://hamo.ge

ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და ონლაინ გადახდისას ლიბერთის Mastercard ბარათის გამოყენება. 

აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, დაბრუნებული ქეშბექის ლიმიტია 200 ლარი. აქცია ძალაშია 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით. 

„ქართულ ბრენდებთან მეგობრობა, ლიბერთის ლოიალობის მიმართულებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის მუდმივად აქტიური გვაქვს ეს შეთავაზებები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილიც შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში. 

ელექტრონული კომერციის კუთხით, როგორც ლიბერთის მომხმარებლების, ასევე ქართული ბრენდების ონლაინ მაღაზიებში გადახდების წახალისება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. მოხარული ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდეთ ანგარიშზე და სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ყველაზე მაღალი ქეშბექით“ -  განაცხადა დაჯი მალაღურაძემ, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა.

 როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება

3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard  ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×