რეზონანსი
30.01.2023

ჩემი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ასეთი განცხადება სჭირდება, რომ ახლა ციხიდან გავიდეს, ალბათ, გიული ალასანიამ იცის, რომ სააკაშვილს მალე გაუშვებენ, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან" ინტერვიუს შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„როგორც გიული ალასანია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამომყვანები ქართველები არ ყოფილან. შესაბამისად, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, უკრაინაში სხვა არაქართველი ვინ არის პრორუსი. თუ „ნაცმოძრაობა" ან მიხეილ სააკაშვილი იტყვიან, ვისზე აქვთ ეჭვი, მაშინ შეიძლება, გავიმეორო. ახლა რომ ვიმარჩიელოთ და ხალხი ეჭვმიტანილად გამოვაცხადოთ აგენტობაში, ეს ჩემი სტილი არ არის. ჩემი აზრით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ასეთი განცხადება სჭირდება, რომ ახლა ციხიდან გავიდეს. ალბათ, გიული ალასანიამ იცის, რომ სააკაშვილს მალე გაუშვებენ, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელს" განუცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი, მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×