რეზონანსი
30.01.2023

ლევან ხაბეიშვილი პარტიისთვის რას შეცვლის და რა სიახლეებს მოუტანს, ალბათ, ის, რითაც წარმოდგენილი იყო წინასაარჩევნოდ - მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ფაქტია, რომ მიმართულება, რომელიც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ - საზოგადოებისთვის მეტი დესტრუქცია გაეჩინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც ქართულმა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა და არ მგონია, ამ პარტიას ამ მიმართულებით განვითარება მაინც და მაინც წარმატებას უქადის. არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვება პარტიისთვის რაიმე წარმატების მომტანი იყოს. ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დასასრულის საკმაოდ წინ წასული ფაზა.

რეალურად, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანი ესკალაცია ვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ვერ შეძლებენ თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში დარჩებიან ცალკეული პირები. ადამიანები, რომლებიც დაუფარავად მხარს უჭერდნენ ხაბეიშვილს. ისინი არიან ყველაზე უფრო დესტრუქციული და ფსკერზე მყოფი პოლიტიკოსები, პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა და რომელიც ყველაზე მეტად ტოქსიკური იყო",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×